ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარეშე თავის თვითმყოფადობას ვერ შეინარჩუნებდა, ძველი თბილისის სიამაყე ნამდვილად იმსახურებს ამ ყურადღებას. ნარიყალას ციხესიმაგრე თითქმის თბილისის ყველა მხრიდან ჩანს, განსაკუთრებით მშვენიერია ღამით. ის გადაჰყურებს მტკვარს, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს გარემოს. ის მოქცეულია თბილისის ორ უმნიშვნელოვანესს ადგილს: გოგირდის აბანოებსა (ძველ თბილისში, აბანოთუბანში,) და ბოტანიკური ბაღს შორის.
Comments
Post a Comment