რიყის პარკი - თბილისის გულში მოთავსებული პარკია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა, რომ თუ მას ზევიდან დავხედავთ, (როგორც იტყვიან, ჩიტის თვალით დანახულს) აქვს საქართველოს რუკის ფორმა. პარკი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. მარტივია აქ მისვლა, პირველ რიგში, თუ სეირნობთ ძველ თბილისში, მარტივად შენიშნავთ “მშვიდობის ხიდს”, რომელიც სიმბოლოა რიყის პარკისა, როგორც გამაერთიანებელი ძველი და თანამედროვე სტილისა თბილისში. ეს ხიდი შესულია სიაში “30 გასაოცარი ხიდი, რომლებიც წარმოადგენენ არქიტექტურულ შედევრებს.” თუმცა, სწორედ “მშვიდობის ხიდის” შესახებ შეხედულებები საკამათოა, რამეთუ ის მდებარეობს ისტორიული, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, და გარემოსთვის შეუფერებლად მიაჩნიათ. ზოგი ფიქრობს, რომ ხიდი ჩრდილავს ძველი თბილისის სადა და ვინტაჟურ შენობებს… რაც არ უნდა იყოს, მოგეხსენებათ, შავი პიარი საუკეთესო პიარია, სწორედ ამიტომ, გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანის ნახვა თბილისში, რიყის პარკში ნამყოფი რომ არ იყოს.
Comments
Post a Comment